პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, სადაც შალვა პაპუაშვილი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, ლევან ბეჟაშვილი შევიდა

პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, სადაც შალვა პაპუაშვილი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბეჟაშვილი შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან მოულოდნელად გამოჩნდა, რადგან წინასწარი ინფორმაციის სახით ცნობილი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ბეჟაშვილს შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს