ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე  - გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ

გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს რუსეთთან ბრძოლა „უკანასკნელ უკრაინელამდე“.

„დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. აბა, რა ვთქვა? აბა, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“, - განაცხადა პუტინმა დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუკი დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვოცირება რუსეთის შეკავების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მაშინ მას ეს გამოუვიდა.

„თუ დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვოცირება, რათა გადასულიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, მიაღწია წარმატებას. ომიც გაჩაღებულია და სანქციებიც შემოღებულია“, - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სხვა პირობებში ეს ძნელად შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, დასავლეთმა წააგო.

„მათ უნდა გაეგოთ, რომ უკვე წააგეს ჩვენი სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებისთანავე. მისი დასაწყისი ასევე ნიშნავს მსოფლიო წესრიგის კარდინალური რღვევის დაწყებას ამერიკულად", - დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის ნგრევა აშშ-ს პოლიტიკის გამო მოხდა, მისი შეჩერება შეუძლებელია, ხოლო დასავლეთის მცდელობები, დააწესოს საკუთარი მსოფლიო წესრიგი, განწირულია მარცხისთვის.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ უკვე შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება. ისტორიის მსვლელობა განუმეორებელია. ამ კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, რომ დააკისროს მსოფლიოს თავისი ახალი მსოფლიო წესრიგი, განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში და კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

"ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის თავად შეერთებულ შტატებში და ევროპაში, და მით უმეტეს სხვა კონტინენტებზე და სხვა ქვეყნებში და უფრო და უფრო მეტი იქნება მათი რიცხვი. ეს უეჭველია", - განაცხადა პუტინმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს