ჰუბერტ ქნირში - იმედი მაქვს, რომ პარტიები გამოიჩენენ გამბედაობას და ძალას, რომ ითანამშრომლონ - ეს არის ის, რისი ხილვის იმედიც ევროკავშირს საქართველოში აქვს

ევროკავშირის 12 პუნქტი არის დიდი პროგრამა და ფაქტობრივად დიდი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის ძალა უნდა გამონახონ.

„მესმის, რომ ზოგი პარტიისთვის რთულია, ზოგიერთ პარტიას ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვს, უჭირს, მაგრამ ეს არის ის, რისი ხილვის იმედიც ევროკავშირს საქართველოში აქვს. იმედი მაქვს, რომ პარტიები გამოიჩენენ გამბედაობას და ძალას, რომ ამ სახის თანამშრომლობა განახორციელოს. თუკი გსურს, პროევროპული პარტია იყო, ეს უნდა გაითვალისწინო“, - აღნიშნა ელჩმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს