შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ “ჩახსნილ” პარტიათა საარჩევნო სიების აღდგენას “უპასუხისმგებლობის წახალისებად” აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ “ჩახსნილ” პარტიათა საარჩევნო სიების აღდგენას “უპასუხისმგებლობის წახალისებად” აფასებს.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ექვსი ოპოზიციური მანდატი იკარგება, იქნება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, თუკი ოპოზიციის მოთხოვნას გაითვალისწინებს და ანულირებული სიების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “უპასუხისმგებლობა არ უნდა წახალისდეს“.

“ჩვენ უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ. დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს. ის (ლევან ვარშალომიძე) თითქმის 2 წლის განმავლობაში პარლამენტში ერთხელაც კი არ გამოჩენილა. ასე რომ, პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შესვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს და ემსახუროს პარლამენტის შენობიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში ექვს მანდატს კარგავს.

ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა