ელენე ხოშტარია - ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა, ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს - „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა სანქცირებული უნდა იყოს

ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს - „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა სანქცირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სანქციების ერთ-ერთი ამოცანაა.

„ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სანქციების თავიდან არიდებაზე. დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებ, რაც არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ ნავთობი რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. რუსული ომის მანქანა ნავთობით იკვებება. რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სანქციების ერთ-ერთი ამოცანაა.

ამ პირობებში, 2021 წელს, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებლით რუსეთი მესამე ადგილზე იყო. ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.

გარდა ამისა, აპრილში მაისთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. საქართველოში საწვავის ფასი არ გაიაფებულა, ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის ღია პირდაპირი ურთიერთობების თემაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა დასანქცირებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა