გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე - შატალოზე წავიდნენ, შეიძლება კარიც დაკეტილი დაგვხვდეს პარლამენტში

დღეს ჩვენ პირველ წარმატებას მივაღწიეთ, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ შედეგი გამოიღო, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რიგგარეშე სესიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ხელი არ უნდა შეუშალოს და 18 ივლისს სხდომაზე უნდა გამოცხადდნენ.

„მგონია, რომ რაღაც ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, ისეთ ნაბიჯებს დგამენ და ისე მოქმედებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი. მათგან განსხვავებით, ჩვენ დეპოლარიზებისთვის და 12 პუნქტის შესრულებისთვის, როგორც გვჩვევია, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯი გადავდგით.

ორშაბათს მათ უბრალოდ ხელი არ უნდა შეგვიშალონ. როგორ შეუძლიათ ხელი შეგვიშალონ? - ბიუროზე არ გამოცხადდნენ და შატალოზე წავიდნენ, სესიაზე არ მოვიდნენ, კომიტეტები არ ჩაატარონ, შეიძლება კარიც დაკეტილი დაგვხვდეს, რა ვიცი მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ყველაზე საინტერესო იყო ბატონი [ანრი] ოხანაშვილის დღევანდელი განცხადება, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას შოუშიო. ე.ი. ოფიციალური რიგგარეშე სესია, პარლამენტის სხდომა, ბიუროს სხდომა, საკომიტეტო კანონშემოქმედებითი საქმიანობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის არის შოუ და პარლამენტის თავმჯდომარესთან და დიტო სამხარაძესთან ერთად რომ იკრიბება და გვეძახის, დეპოლარიზების კომისია შევქმენიო, ეგ არის საქმის კეთება?!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, დღეს რა პროცესსაც ჩვენ გავდივართ, არის ლუსტრაციის კასკადი და ყოველდღიურად ფარდა ეხდება „ქართულ ოცნებას“ როგორც პროპუტინისტურ ძალას.

„გეუბნებოდით, რომ მოხდებოდა „ქართული ოცნების“ სრული ლუსტრაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გზა, რომელიც მათ აირჩიეს 19 აპრილის შეთანხმების ანულირებიდან, შემდგომ უკრაინა - რუსეთის ომში რუსეთის მხარდაჭერით, ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გზა. შესაბამისად, დღეს რა პროცესსაც ჩვენ გავდივართ, ეს არის ლუსტრაციის კასკადი, ყოველდღიურად ფარდა ეხდება „ქართულ ოცნებას“, როგორც პროპუტინისტურ ძალას, რომელიც გულწრფელად რუსეთის მხარესაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ, განკარგულება გამოსცა პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე. "ქართულ ოცნება" აცხადებს, რომ "შოუში მონაწილების მიღებას არ აპირებს".

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი