თბილისის საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ხელაძემ ოპოზიციას განცხადებით მიმართა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ხელაძის განცხადებით, საკრებულოს 12 ივლისის სხდომის გახსნას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი უნდა განხილულიყო.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკრებულოს უმრავლესობის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„ვუერთდები ჩემი კოლეგების განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ 12 ივლისს მართლაც უმსგავსო ფაქტთან გვქონდა საქმე. ოპოზიციამ არ გაითვალისწინა უმრავლესობის, ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხარი არ დაუჭირა სხდომის გახსნას. იმ სხდომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გატანა იგეგმებოდა. სხდომის ჩაშლით თქვენ უარი უთხარით გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, რომელსაც სოფელ თხინვალაში გადავცემდით სამოსახლო ტერიტორიას, თქვენ უარი უთხარით კოოპერატივით დაზარალებულებს, იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენი ხელისუფლების პერიოდში ჯერ მოლოდინის რეჟიმში ამყოფებდით, ფართებს არ უკანონებდით, შემდეგ უარი განაცხადეთ, რომ მათი საკუთრების უფლებები დადგენილიყო,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა