კოკა კაციტაძე - გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე მის მოსვლას

გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე მის მოსვლას, მოხდება მისი გამოკითხვა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულნი არიან ჟურნალისტები, ასევე "მთავარი არხის" სამუშაო სივრცეში ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ტექნიკური მოწყობილობა ნაპოვნი ვერ იქნა.

"ამ ეტაპზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესახებ საქმეზე ჩაატარა აუცილებელი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ჩაგვეტარებინა პირველ დღეებში, გამოიკითხნენ ჟურნალისტები, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ოთახის დათვალიერება, მათ შორის, "მთავარი არხის" წარმომადგენლების მონაწილეობით და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ რაიმე ტექნიკური მოწყობილობა, თუკი არსებობდა ასეთი ამ ოთახში, თუმცა, ასეთი მოწყობილობა არ იქნა აღმოჩენილი. შემდგომში ვგეგმავთ დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის, ჩვენ გვაქვს შეკითხვები "მთავარი არხის" უსაფრთხოების სამსახურთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სამუშაო სივრცეში უცნობი პირი აღმოჩნდეს, იმ პირობებში, როცა ამ სამუშაო ოთახის ირგვლივ განთავსებულია ვიდეოკამერები,"- განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისათვის, "მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა