კახა კალაძე - ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს - ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია

ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით კალაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რა საკითხზე იმსჯელებს მმართველი გუნდი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმ ფონზე, როცა ცალკეული ევროპარლამენტარი ამბობს, რომ „დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას გულისხმობს“.

„მე არ ვიცი, რომელ ევროპარლამენტარებზე საუბრობთ. ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომელსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

ალბათ, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. ევროპარლამენტარებმა თბილისში ვიზიტი სწორედ პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა