ნათია მეზვრიშვილი - "ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ უტიფრობას, უფრო მეტ თავხედობას იმისთვის, რომ დაიცვან ბატონი ივანიშვილის ფული და შეინარჩუნონ ძალაუფლება

მთელი „ოცნება“, პარტიის თითოეული და ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა შტოს წარმომადგენელი გადასულია ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე. ბატონი კობახიძე, პარლამენტის და პარტიის სხვა წარმომადგენლები იქცნენ ერთგვარ ყარაულებად ივანიშვილის ფულის და ამის დაცვით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ელჩებზე თავდასხმა ივანიშვილის ფულის დაცვას ემსახურება.

„მიზეზი, ერთი მხრივ, ძალიან მარტივია და მეორე მხრივ, მძიმეა ქვეყნისთვის, რადგან ამ ყველაფერს შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მიზეზი გახლავთ ის, რომ მთელი „ოცნება“, პარტიის თითოეული და ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა შტოს წარმომადგენელი გადასულია ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს საუბრობდნენ - ბატონი კობახიძე, პარლამენტის და პარტიის სხვა წარმომადგენლები იქცნენ ერთგვარ ყარაულებად ივანიშვილის ფულის და ამის დაცვით არიან დაკავებულები. ქვეყანაში ხომ ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ყარაულს - თავისი, პარლამენტის თავმჯდომარეს - თავისი, პრემიერს- თავისი, მაგრამ ამ პირობებში, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ხელისუფლების ყველა შტო ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება - პარლამენტის თავმჯდომარე და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლები მისი ფულის დამცველებად, ყარაულებად გადაიქცნენ. პრემიერ-მინისტრი სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ადვოკატად მოგვევლინა, თანაშემწეობიდან ადვოკატად დაწინაურდა და სხვადასხვა როლში გვევლინება. მეორე მიზეზი, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული პირველ მიზეზთან გახლავთ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ადამიანები ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არიან რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის ევროპული მომავალი და ქვეყანა დააზიანონ, სახელმწიფოს მიაყენონ დარტყმა. მმართველობის ის სისტემა, რაც „ოცნებას“ აქვს შექმნილი დასავლურ ღირებულებებთან შეუთავსებელია, ჩვენ გვაქვს ავტორიტარული მართვის სისტემა, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ ადამიანს ექვემდებარება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მეზვრიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით ეს არის შანტაჟი და „ერთგვარი გზავნილი მათ შორის, ახალი ელჩისთვის, რომელმაც კარლ ჰარცელი უნდა შეცვალოს“.

„გადაწყვეტილი აქვთ ერთი ადამიანის ადვოკატირება, მისი ფინანსური ინტერესების გატარება და არა ქვეყნის ინტერესების გატარება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაშორებენ სულ უფრო და უფრო დასავლეთს და გვაახლოებენ რუსეთთან. ეს არის 2x2=4. „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ უტიფრობას, უფრო მეტ თავხედობას იმისთვის, რომ დაიცვას ბატონი ივანიშვილის ფული და შეინარჩუნოს ძალაუფლება. ფაქტობრივად, ამ ხალხს ქვეყნის ევროპული მომავალი დაყენებული აქვს საფრთხის ქვეშ და დაკავებულია დასავლელი პარტნიორების შანტაჟით. ეს ერთგვარი გზავნილია მათ შორის, ახალი ელჩისთვის, რომელმაც კარლ ჰარცელი უნდა შეცვალოს. „ქართული ოცნებისგან“ ქართული აღარაფერი დარჩა, მარტო ოცნება დარჩა და ევროპულ ოცნებასაც ართმევენ მოქალაქეებს. იმდენად დაკარგეს ღირსება და დაბინდული აქვთ გონება, რომ სტუმარ-მასპინძლობაც კი დაივიწყეს, სტუმარს კარში წიხლი მიაყოლეს. მე არ ვიცი ეს რაში ჯდება, არადიპლომატიურია. კარლ ჰარცელი ვერ იქნება „ოცნების“ დამცველი, ის იყო საქართველოს მეგობარი, ისევე, როგორც კელი დეგნანია საქართველოს სახელმწიფოს მეგობარი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამის დაბრალება ევროკავშირის ელჩისთვის “სიმხდალეა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა