უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა - ანალოგიურ დოკუმენტს დღეს რუსეთიც გააფორმებს

უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმებას უკრაინის მხრიდან ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდ კუბრაკოვმა მოაწერა, თურქეთის მხრიდან - თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, გაეროს კი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში წარმოადგენდა.

დოკუმენტს დღეს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც მოაწერს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება