შსს-ს განცხადებით, „მცდარი და ცილისმწამებლურია“ ინფორმაცია, თითქოს კასპის პოლიციის უფროსსა და „კრიმინალურ ავტორიტეტებს“ შორის ქუჩური გარჩევა მოხდა

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მცდარი და ცილისმწამებლურია“ ინფორმაცია, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა