ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გვატემალას პრეზიდენტს უკრაინისადმი მკაფიო და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და გვატემალა შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე, რუსეთის შემდგომი იზოლაციისთვის ძალისხმევა გააერთიანონ.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში, გვატემალელ კოლეგა, ალეხანდრო ჯამატეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე, რუსეთის შემდგომი იზოლაციისა და ამ ომის გამო ფასის გადახდის გაზრდასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის სერიოზული შედეგები მსოფლიოში ყველგან იგრძნობა.

„ეს არის სასურსათო კრიზისი და ფასების დესტაბილიზაცია ყველგან, როგორც ენერგეტიკულ ბაზრებზე, ასევე პოლიტიკური გამოწვევები მთელი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის. ცხოვრების ღირებულება ათობით ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსამართლოდ იზრდება, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა გვატემალას უკრაინისადმი მკაფიო და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და მისი უცვლელი პოზიციისთვის.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა გვატემალას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, გვატემალა მზად არის, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას შეუერთდეს, რომელიც რუსეთს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის დასჯის.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო