კახა კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაზე - ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება

ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ქვეყანაში შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე საუბრობენ და დედაქალაქის მერიასთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეს განიხილავენ.

როგორც კალაძე განმარტავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში.

"ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიცრუე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში. შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და შეფასებები. დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა", - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, გუშინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

რაც შეეხება კონკრეტულ დედაქალაქის მერიას, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა. ამასთან, ნათქვამი იყო, რომ 2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა