მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

„ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა. მათ შორის არიან განმცხადებლებიც:

ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, დავით გამისონია - „რადიო თავისუფლება“, გელა მთივლიშვილი - „მთის ამბები“, თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა „პუბლიკა“, ლევან სუთიძე - ონლაინგამოცემა „ტაბულა“, მარიამ ლომაძე - ტელეკომპანია „კავკასია“, სალომე ჩადუნელი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კიკაბიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ელისაბედ ციციშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, ლუკა ხაჩიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნინო ვარძელაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კვიჟინაძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნატა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ნანუკა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, მაია მამულაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, სესილი ბოკერია - ტელეკომპანია „პირველი“, ნატო გოგელია - ტელეკომპანია „პირველი“.

მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.

ამჟამად ორგანიზაცია მოსმენების საქმეზე 30 ჟურნალისტს ეხმარება. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით ძლიერი გარანტიები შეიქმნას, ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი გამყარდეს. შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა - მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა