ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, 27 ივლისს დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ბათუმის N14 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დააკვირდა.

„2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი - 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.

დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის - მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის 2 - მობილურის შეტანის, 4 - დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 - გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი.

საგამოცდო პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთნენ მაგისტრანტობის მსურველებიც. ტესტირება უკვე ჩატარდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, დღეს კი ისინი გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 2022 წელის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც სრულად ჩატარდება დამატებითი გამოცდები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის.

დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2022 წლის გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები”,- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია