საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელი გოგონები სწავლას განაგრძობენ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდებიან საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ.

ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან თიბისი, Startup Connect, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), აჭარა ჯგუფი, გაზელ ფაინენს ჯორჯია, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში.

28 ივლისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

პროექტის „Safe Haven“ მხარდასაჭერად შეიქმნა თიბისის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.

„Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები:

ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები:ააიპ თიბისელები

დოლარის ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI

ევროს ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს