პიტერ სიიარტო - გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის  არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს

საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი - გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტო აღნიშნავს, საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭება „ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს“.

“ჩემი მოსაზრებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ. ვფიქრობ, საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ ეს სტატუსი დაიმსახურა. გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არმინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს და ევროკავშირის გაძლიერების მცდელობას. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს“,- აღნიშნავს მინისტრი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის