თურქული მხარე აცხადებს, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიორმა პირველმა გემმა შესაძლოა, პირველ აგვისტოს დატოვოს

უკრაინის პორტები მარცვლეულის ექსპორტიორმა პირველმა გემმა შესაძლოა ორშაბათს დატოვოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, სავარაუდოდ, ძალიან მალე დაასრულებს საექსპორტო მარშრუტებზე საბოლოო სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ძირითადი მიმწოდებლები არიან. გასულ კვირას, სტამბოლში გაერო-ს შუამავლობით მოსკოვმა და კიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას, ასევე მარცვლეულის გლობალური ფასების შემცირებას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია