შალვა პაპუაშვილი - საქართველო გაეროში 30 წლის წინ გაერთიანდა - ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს გაეროსთან თანამშრომლობის 30 წელთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ყოველთვის მზად არის წარმატებით გააგრძელოს და დაიცვას ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში.

"საქართველო გაეროში 30 წლის წინ გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ის ფუნდამენტალური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში და ხელს უწყობს საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებას",- წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს