გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გონიოში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე მოითხოვს, რომ სასტუმრო, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ, დატოვონ. როგორც უკრაინის მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, სასტუმროში ცხოვრების ვადა პირველ აგვისტოს ამოეწურათ, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ.

უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, არ აქვთ სამსახური და თავშესაფარი.

შეკრებილები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ, რომ თავშესაფარში ყოფნის პერიოდი გაუხანგრძლივდეთ.

უკრაინის მოქალაქეებთან, „ლელო“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის