კახა კალაძემ ახლად გახსნილი სასტუმრო „კარუსელი“ დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქანელას ქუჩაზე ახლად გახსნილი სასტუმრო „კარუსელი“ დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, ის მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას მიესალმება, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას ხელს უწყობს.

„დედაქალაქში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით, 16 ნომერზეა გათვლილი. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და სამუშაო ადგილები იქმნება. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში პანდემიის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. იქმნება ახალი სასტუმროები, კაფეები, ჰოსტელის ტიპის დასასვენებელი სივრცეები. მსგავსი პროექტების განხორციელებას ყოველთვის მივესალმებით. კონკრეტულად ამ სივრცეში, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა