შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლები გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად  დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ

"ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ვიზიარებ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია", -განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

სამინისტროს თანამშრომლების შეფასებით, ყველა დაღუპული გმირია.

"უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახის წევრებს, ყველა ჩემს კოლეგას. საგმირო საქმეზე მიდიოდნენ, რომელიც ამ დიდი ტრაგედიით დასრულდა. ძალიან დიდი გულისტკივილი და დარდია ქვეყნისთვის. რვავე ადამიანი გმირია. რვავე არის ქვეყნის გულისტკივილი", - განაცხადა ექიმმა, სოფო რიჟამაძემ.

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დილიდან სამების საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გასვენება სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე მოხდება.

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს