თავდაცვის მინისტრი - როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია

როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვა პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს