ვახტანგ გომელაურმა გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ვახტანგ გომელაურმა გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც შეუმსუბუქდეს დაღუპულთა ოჯახებს ეს ტკივილი.

"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, ძალიან მძიმეა ყველასთვის, პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ძნელია ჩვენთვისაც. ძველი, გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი კადრი დაკარგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, წლებია ვიცნობდით. გული დაგვწყვიტა ყველამ. მინდა ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს მობრძანდა და ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს ეს დიდი ტკივილი", - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს