ნიკა მელიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისეთი ტრაგედიები შემცირდეს, როგორიც გუდაურში მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ისეთი ტრაგედიები შემცირდეს, როგორიც გუდაურში მოხდა. ნიკა მელიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ჭირისუფალია.

" საქართველოს ყველა მოქალაქე, გამონაკლისის გარეშე, თავს ჭირისუფლად გრძნობს. მიუხედავად იმისა, გვაკავშირებდა ამ ადამიანებთან ნათესაურ-მეგობრული ურთიერთობა თუ არა, ეს ადამიანები მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრებით სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდნენ და სწორედ იმ მომენტში, როდესაც მორიგ ჯერზე ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინათ, ისინი ტრაგედიას ემსხვერპლნენ და დათმეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - სიცოცხლე",-განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, უჩნდება თუ არა კითხვები მომხდარი ტრაგედიის მიზეზთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების მინიმიზება მოხდეს და ყველა ამ მიმართულებით ვზრუნავდეთ. ტრაგედიები ხდება და სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება, დაზღვეული ვერავინ იქნება, თუმცა, უბედური შემთხვევების მინიმიზება ნამდვილად არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი",-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს