მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე - ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს

ჩვენ, არც ადრე და არც ახლა, კითხვებს არ ვსვამდით და არც ვსვამთ, მაგრამ რადგან მის მიმართ კითხვები დაისვა, ჩვენი გულწრფელი რჩევა იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაცემულიყო, რომ შემდეგ ცუდი გაგრძელებები არ მოჰყოლოდა. თუმცა, ასეთი მკაფიო პასუხები ვერ გავიგეთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვების დასმა და მასზე პასუხების მოთხოვნა თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მისამართით ისმევა შეკითხვა.

,, მაგრამ, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და თქვენც თუ ამაში მიერთდებით, რომ ვართ სახელმწიფო, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თუ რჩევა, თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს და თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა ილაპარაკონ. დღეს, საქართველოში არიან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა. ქვეყნის გარეთ, ვიღაცამ რომ შეაფასოს, ეს გასაგებია, მან შეიძლება სუბიექტურად დაიცვას თავისი მეგობარი, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ქართველი, როდესაც კითხვის დასმას, რადგან ამერიკის ელჩია, უწოდებს თავდასხმას, ეს თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ოპოზიციის კი არა, ვინც არ უნდა იყო, არ უნდა თქვა. დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე მის მიმართ კითხვის დასმას, თავდასხმა დაარქვა, ეს თავმოყვარე სახელმწიფოში არც ოპოზიციონერმა და არც ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე არ უნდა იკადროს’’,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის