ანრი ოხანაშვილი - სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში

სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი იმ ფონზე, როცა რუსეთიდან დიდი ოდენობით მოქალაქეების შემოსვლა ფიქსირდება.

მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნები ქვეყნაში დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას უკავშირდება, რაც ოპოზიციის ინტერესია.

"ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ "ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია".

"ასეთი თემების შემოტანა უკავშირდება იმ დღის წესრიგს, როცა გვთავაზობდნენ ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას, რაც დაკავშირებულია შემდგომ უკრაინის ელჩის გაწვევასთან,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია