„ლელო“ მთავრობას რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით 3-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავს

„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი. ამის შესახებ „ლელოს“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

ასევე, პარტიის წევრები ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ოფიციალური სტატისტიკა - რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი, რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა ბინადრობის უფლების მიღება ქვეყანაში და რამდენმა მოქალაქემ დაარეგისტრირა ბიზნესი და ა.შ.

„ქვეყანაში სიტუაცია ბევრად რთულად არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ დაიწყოს კონტროლი საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ქვეყნიდან. „ლელო“ გამოდის ინიციატივით: 1. ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი (რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 2. შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); 3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ).

დღესვე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს ბრიფინგზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა