ირაკლი კობახიძე - პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის -  ქვეყანაში ერთი ხელისუფლებაა და სამუშაო პროცესიც  ერთია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის. მისი თქმით, ქვეყანაში ერთი ხელისუფლებაა და სამუშაო პროცესიც ერთია.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო ფორმატში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის მუშაობა ამ ფორმატში გაგრძელდება.

„ამ ქვეყანაში ერთი ხელისუფლებაა და სამუშაო პროცესიც არის ერთი. წარიმართება ოფიციალური სამუშაო პროცესი, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას. შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები საპარლამენტო ფორმატში და შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას. არავითარი პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის. მათ ჯერ „ტექნიკური მთავრობა“ უნდოდათ, ვერ მიაღწიეს , ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ ჩამოყალიბება სცადეს, ეს ვერ იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზულად აღქმული“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა