პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა