თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

აღნიშნული პირები არიან: ალექსანდრე ონიანი, გიორგი ანწუხელიძე, ლევან დევდარიანი , ილია ბაბუციძე, გიორგი ჯოჯუა, ლევან ჭოჭუა, კობა სერგია, გიორგი ბერიკაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ანზორ გელდიაშვილი, ნატალია სამქანაშვილი, გიგა ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი და სტან სტორიმანსი.

ინიციატივა დღეს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

სხდომაზე აგვისტოს ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება. გარდა ამისა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება სამგორის რაიონში განხორციელდება. ამასთან, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

დღესვე, თბილისის საკრებულოს შენობაში რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე გამოფენაც მოეწყო.

„ეს არის დაფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 14 წლის შემდეგ, ერთ-ერთ ქუჩას ჩემი შვილის სახელი მიენიჭება. მოსკოვიდან ჩამოსული ლევანი თბილისში ცხოვრებაზე ოცნებობდა, ისე იყო დედაქალაქზე შეყვარებული. ძალიან კარგია ლევანის სახელზე ქუჩა რომ იხსნება. მე, როგორც დედა, ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული ლევან ჭოჭუას დედამ, ნუცა სერგიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს