დანია უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

დანია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კოპენჰაგენში უკრაინის მხარდამჭერი ჩრდილოეთ ევროპელი მოკავშირეების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„იმიტომ, რომ უკრაინელები იხდიან ძალიან მძიმე ფასს პუტინის ულმობლობის გამო. გაოცებულები ვართ უკრაინის დამცველებისა და ხალხის გმირობითა და სიმტკიცით. თქვენი სიმტკიცე დაუმარცხებელია, მაგრამ ამ უთანასწორო ომს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაუძლებთ. ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით, წვრთნებით, განაღმვითი ოპერაციებით, ფინანსურად და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტ დახმარებაზე და, რა თქმა უნდა, დანია მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს. დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხადოთ ახალი, 110 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება იარაღის, აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს კოპენჰაგენში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის წვლილსა და დახმარებას განიხილავენ.

ცნობისათვის, კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ევროპის მოკავშირეების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც 26 ქვეყანა მონაწილეობს.

დელეგაციებს წარმოადგენენ თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, მოადგილეები ან სხვა ოფიციალური პირები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა