ნევროლოგი ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის დაავადება სიმძიმის მიხედვით არის მესამე სტადია, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე ორგანოა დაავადებული - მისი ხელების და ფეხების გარშემოწერილობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, სახეზე გვაქვს ატროფიული პროცესი

დაავადება სიმძიმის მიხედვით არის მესამე სტადია. მესამე სტადია გულისხმობს, რომ რამდენიმე ორგანოა დაავადებული და რისკები დიდია მეოთხე სტადიაში გადასვლის, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ნევროლოგის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სჭირდება რეაბილიტაციური მკურნალობა, რომელიც უნდა მოხდეს თავისუფალ გარემოში - ბადრაგების გარეშე, ციხის კედლის გარეთ.

„დაავადების სიმძიმის მიხედვით არის მესამე სტადია. მესამე სტადია გულისხმობს, რომ რამდენიმე ორგანოა დაავადებული და რისკები დიდია მეოთხე სტადიაში გადასვლის. მას თავის, ნერვების და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადება აქვს, ამიტომ ეს ფასდება მესამე სტადიად.

პაციენტის მდგომარეობა, რაც ვნახეთ ერთი თვის წინ, მასთან შედარებით გაუარესებული ნამდვილად არ არის, ნევროლოგიური მხარე მაქვს მხედველობაში, მაგრამ არის მერყეობა. იმედის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ განკურნების შანსი სწორად წარმართული მედიკამენტური და რეაბილიტაციური მკურნალობით არის, მაგრამ რეაბილიტაციური მკურნალობის სწორად წარმართვა არის პრობლემა, ის უნდა მოხდეს თავისუფალ გარემოში. თავისუფალ გარემოში მე მხედველობაში მაქვს ბადრაგების გარეშე, ციხის კედლის გარეთ მკურნალობა, სხვანაირად არ გამოვა.

მისი კიდურების, ხელის, ფეხის გარშემოწერილობა მნიშვნელოვნად შემცირდა, წინა ერთ თვესთან შედარებით. ატროფიული პროცესი გვაქვს სახეზე. ატროფია ხდება სხვადასხვა მიზეზით, ამ შემთხვევაში თავის ტვინის და გულის პრობლემებით არის გამოწვეული“, - განაცხადა თოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა