ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ადამიანები ეხმარებიან მაშველებს აფეთქების შედეგად დაშავებულთა სავაჭრო ცენტრიდან გამოყვანაში. დაშავებულებს სასწრაფო დახმარებისა და იქვე მყოფ ავტომანქანებში ათავსებენ. ასევე, გამვლელები ცდილობენ, დაეხმარონ დაშავებულებს, რომლებიც ჩამონგრეული შენობის ქვეშ მოყვნენ.

ადგილზე იმყოფებიან სომხეთის პარლამენტის სპიკერი, სომხეთის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ