„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკი არსებობს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინული კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მტრის მიერ განხრციელებული დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური, კომბინირებული დამხმარე შენობა, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების სატუმბი სადგური, ასევე ღია გამანაწილებელი მოწყობილობა.

“ენერგოატომის“ განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდული დაბომბვა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სადგურის უსაფრთხო მუშაობას. სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთი ახლა გამორთულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს წყალბადის და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკები. გარდა ამისა, არსებობს ხანძრის საშიშროების მაღალი დონე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს