ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს

ლვოვში გუტიერეს-ერდორან-ზელენსკის შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე, რა ხდება ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მელიტოლში გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ყირიმში რუსული სამხედრო ბაზების აფეთქებები, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის საკითხში ამერიკული დიპლომატიის პატრიარქად აღიარებული კისინჯერის შეხედულებებში ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ, „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, მალე ლვოვში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და გაეროს გენმდივან გუტიერესს უმასპინძლებს. სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ლვოვის შეხვედრა?

- ახლა უპირველესი ამოცანაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის უზრუნველყოფა. ფაქტია, რომ ახლა ამ ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება რეალური საფრთხეა ყველასთვის, ევროპისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ღმერთმა არ ქნას იქ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს.

თუ ამ შეხვედრაზე, როგორც მოლაპარაკებათა პროცესის უფრო ღრმა ასპექტებზე ვისაუბრებთ, ამაზე საუბარი რთული იქნება. ასეა იმის გამო, რომ პუტინი აგრძლებს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას. ასე ხდება მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის შუამავლობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინის პორტებიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით.

კარგია, რომ ასეთი შეთანხმება იქნა მიღებული, მაგრამ, ვიმეორებ პუტინი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, რის შედეგადაც იღუპება ხალხი. როცა ისეთ პარტნიორთან აწარმოებ მოლაპარაკებებს, როგორც პუტინია, ცხადად უნდა გვესმოდეს, რომ პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგზე ორიენტირებულობის შესაძლებლობები შეზღუდულია.

რა თქმა უნდა, პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ, უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს.

თუ ლვოვში ერდოღანი კრემლის ხაზის გატარებას შეეცდება, გარწმუნებთ, ამისგან არც არაფერი შედეგი არ დადგება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანს სურს კიევსაც ასიამოვნოს და მოსკოვსაც. ასე კი არ გამოვა.

თუ ლვოვში ერდოღანი კრემლის ხაზის გატარებას შეეცდება, გარწმუნებთ, ამისგან არც არაფერი შედეგი არ დადგება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანს სურს კიევსაც ასიამოვნოს და მოსკოვსაც. ასე კი არ გამოვა

ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ომს უკრაინაში იყენებს თურქეთის პოზიციების გასაძლიერებლად. მადლობელი ვართ თურქეთის მხარდაჭერისთვის, „ბაირაქტარების“ მოწოდებისთვის, იმისთვის რომ უკრაინული ხორბლის გატანა დაიწყო, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინელების სისხლის ხარჯზე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას. თურქეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ერდოღანი უკრაინელების სისხლის ხარჯზე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას. თურქეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს

ერდოღანისთვის რუსეთთან შუამავლის როლის მორგება ემსახურება თურქეთის გავლენის ზრდას როგორც რეგიონის საკითხებში, ისე გლობალურ პოლიტიკაში. ფაქტია, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით აქტიურობით ანკარას თავისი ინტერესები ამოძრავებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა ქალაქ ხერსონიდან გავიდა და თავისი შტაბი ქალაქ მელიტოპლში გადაიტანა.

მეტიც, ახლა ხერსონის ოლქში მყოფ დაახლოებით 20 ათასამდე რუსული ძალები პრაქტიკულად ალყაში არიან. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რაც ახლა ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედროებთან დაკავშირებით ხდება?

- უკრაინული მხარე ცდილობს კონტრშეტევის განხორციელებას. ამის ფარგლებში უკრაინული მხარე ახერხებს ხერსონის ოლქში მყოფი რუსული ძალების ისეთ მდგომარეობაში დატოვებას, როცა რუსულ მხარეს არ ექნება მათთვის დახმარების საშუალება. ვერც იარაღით დაეხმარებიან, ვერც ცოცხალი ძალით და ვერც პრივიატით.

უკრაინული მხარე ახერხებს ხერსონის ოლქში მყოფი რუსული ძალების ისეთ მდგომარეობაში დატოვებას, როცა რუსულ მხარეს არ ექნება მათთვის დახმარების საშუალება. ვერც იარაღით დაეხმარებიან, ვერც ცოცხალი ძალით და ვერც პრივიატით

რამდენად სწრაფად შევძლებთ ხერსონის დეოკუპაციას, ეს მეორე საკითხია. მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ და ამაზე საუბარი გამიჭირდება. უნდა გვესმოდეს, რომ რუსული მხარე ახლა ახდენს ყველა თავისი შესაძლებლობების გამოყენებას.

რუსეთი მებრძოლების მობილიზაციას ციხეებში ახდენს. რუსეთის ხელისუფლება კრიმინალებთან აფორმებს კონტრაქტებს, მათ ჰპირდება ამნისტიას თუ ისინი 6 თვე უკრაინაში იბრძოლებენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსულ მხარეს საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს ომში ხალხის მობილიზაციისთვის.

- ვიცით, რომ ხერსონის ოლქში რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავდა. იმის გათვალისწინებით რა ვითარებაცაა ახლა ხერსონის ოლქში, თქვენი დაკვირვებით კრემლი მაინც შეეცდება ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარებას?

- კაცმა არ იცის პუტინის ტვინში ახლა რა ხდება. ფაქტია, რომ ის ახლა ისეთ იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც რუსეთისვე წინააღმდეგ მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა რეფერენდუმის მსგავსი რამის ჩატარება მაინც გადაწყვიტონ.

მოდით არ გამოვიყენოთ სიტყვა რეფერენდუმი და მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ვუწოდოთ. ფსევდო იმიტომ, რომ როგორც წესი, რეფერენდუმი არ ტარდება ქუჩებში მოსიარულე ავტომატიანი ჯარისკაცებისა და საფილტრაციო ბანაკების არსებობის პირობებში. შეიძლება შეეცადონ ჩატარებას, შესაძლოა გადაიფიქრონ.

ვითარებაში, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია, კოლაბორაციონისტების საკვანძო ფიგურებს კლავენ, უკრაინელები არ მიიღებენ მონაწილეობას ფსევდორეფერენდუმში.

ვითარებაში, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია, კოლაბორაციონისტების საკვანძო ფიგურებს კლავენ, უკრაინელები არ მიიღებენ მონაწილეობას ფსევდორეფერენდუმში

ფსევდორეფერენდუმის ჩასატარებლად რუსებს ხერსონის ოლქში ყირიმიდან ხალხის ჩაყვანა დასჭირდებათ.

- ყირიმში რამდენიმე დღეა ფეთქდება და იწვის რუსეთის სამხედრო ბაზები. როგორ ხდება ეს, უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს.

ალბათ, ასეა საჭირო, მაგრამ რას ნიშნავს ის, რაც ახლა ყირიმში რუსული ბაზებზე აფეთქებებსა და ხანძრებს უკავშირდება?

- დიახ, უკრაინული მხარე არ ამბობს, რომ ყირიმში უკრაინა დაბომბვებს ახორციელებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ხდება აფეთქებები, ზუსტად არ ვიცით ეს როგორ ხდება, მაგრამ იმასაც ვხდებით, რომ უკრაინული მხარე ამ თემაზე სათქმელს არ აზუსტებს.

სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი მარტივადაა. რუსეთი ყირიმს იყენებს როგორც დიდ სამხედრო ბაზას. ყირიმი მილიტარიზებულია. ყირიმის სამხედრო აეროდრომებიდან რუსული ავიაცია ახორციელებს ფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად. ყირიმში არსებული რუსული ბაზები უკრაინისთვის ლეგიტიმურად წარმოადგენენ სამიზნეებს.

სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი მარტივადაა. რუსეთი ყირიმს იყენებს როგორც დიდ სამხედრო ბაზას. ყირიმი მილიტარიზებულია. ყირიმის სამხედრო აეროდრომებიდან რუსული ავიაცია ახორციელებს ფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად. ყირიმში არსებული რუსული ბაზები უკრაინისთვის ლეგიტიმურად წარმოადგენენ სამიზნეებს

გარდა ამისა, ის, რაც ყირიმის ბაზებზე ხდება უდიდეს ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს არა მარტო ყირიმის, არამედ რუსეთის მოსახლეობაზე. ახლა ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსული აგრესია დაუსჯელი არ დარჩება.

თუ მათ მანამდე ეგონათ, რომ ომი უკრაინაში სადღაც შორს ხდება, პუტინი რუსეთში სტაბილურობას უზრუნველყოფს, ახლა მათ უნდა ესმოდეთ, რომ პუტინის ავანტიურა მათთანაც ახლოსაა. რასაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში აკეთებს მათაც ბუმერანგივით მიუბრუნდება და ამის გამო უნდა იყვნენ შეწუხებული. ყირიმიდან არა მარტო დამსვენებლების გასვლის პროცესის დაწყება სწორედ ამას უკავშირდება.

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინა არ ბომბავს ყირიმში მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ამას თებერვლის თვიდან მოყოლებული რუსეთი აკეთებს.

- აშშ ლენდ-ლიზით ეხმარება უკრაინას. პარალელებს ბევრი ავლებს - თუ მეორე მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტი რუზველტი ეხმარებოდა სსრკ-ს, ახლა ბაიდენი, ბლინკენი და ოსტინი ეხმარებიან უკრაინას.

ფაქტია, რომ ახლა აშშ უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დახმარებას და იმ პრობლემებს, რომელიც ამერიკული დახმარების ფარგლებში ლოჯისტიკის პრობლემებს უკავშირდება?

- მადლობა უფალს, რომ ამერიკულ დახმარებას უკრაინა იღებს და ეს დახმარება უკრაინაში მოდის. უკრაინას ასეთი სამხედრო დახმარება აშშ-საგან 2014 წლიდან რომ მიეღო, შესაძლოა რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომი არც დაეწყო.

უკრაინას ასეთი სამხედრო დახმარება აშშ-საგან 2014 წლიდან რომ მიეღო, შესაძლოა რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ომი არც დაეწყო... მაგრამ არტილერიაში რუსეთს მაინც აქვს უპირატესობა, არა მხოლოდ არტილერიაში, ავიაციასა და რაკეტებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ მეტ სამხედრო ტექნიკას საჭიროებს

დიახ, არსებობს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან რუსეთი უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას ბომბავს. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში უპირატესობა აქვს არტილერიაში. რუსების არტილერია უკრაინულ ქალაქებს მხოლოდ კი არ ბომბავს, სრულად ანადგურებს ქალაქებს.

ჩვენ ზუსტ დარტყმებს დასავლური იარაღით კი ვახორციელებთ, მაგრამ არტილერიაში რუსეთს მაინც აქვს უპირატესობა, არა მხოლოდ არტილერიაში, ავიაციასა და რაკეტებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ მეტ სამხედრო ტექნიკას საჭიროებს.

- მესმის, რომ ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, როდის შეიძლება დადგეს ის დროს, როცა რუსეთს უკრაინაში გამარჯვების არანაირი შანსი აღარ ექნება?

- რუსებს რომ უკრაინაში გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნებოდათ, ეს სამ დღეში მას შემდეგ გაირკვა, როცა რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

- მხედველობაში მაქვს ის მიზნები, რომელიც ამ ომში ოფიციალურ კიევსა და უკრაინელ ხალხს აქვს?

- არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ამ თემაზე კონკრეტულ თარიღებს ასახელებს. უკრაინაში ომია, რომელშიც უკრაინელი ხალხი თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის.

იმისათვის, რომ უკრაინამ მოაახლოვოს გამარჯვება, უკრაინას სჭირდება რაც შეიძლება მეტი იარაღის მიღება. რაც მეტი იარაღი ექნება უკრაინას, მით მეტად ეფექტურად შეძლებს რუსების წინააღმდეგ კონტრშეტევის განხორციელებას.

იმისათვის, რომ უკრაინამ მოაახლოვოს გამარჯვება, უკრაინას სჭირდება რაც შეიძლება მეტი იარაღის მიღება. რაც მეტი იარაღი ექნება უკრაინას, მით მეტად ეფექტურად შეძლებს რუსების წინააღმდეგ კონტრშეტევის განხორციელებას

- უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ამერიკული დიპლომატიის პატრიარქი კისინჯერი იმით გამოირჩეოდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პუტინისა და კრემლის პოზიციებს გარკვეულ საკითხებში ეთანხმებოდა.

თუ უკრაინის თემაზე მის უკანასკნელ განცხადებებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ უკრაინის საკითხებში კისინჯერის შეხედულებებმა აშკარად განიცადა მეტამორფოზა. მან თქვა - ახლა უკრაინას ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას.

რას შეიძლება ნიშნავდეს კისინჯერის შეხედულებებში უკრაინის სასარგებლოდ მომხდარი ცვლილებები?

- ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უკრაინელები ეფექტურად იბრძვიან. ადრე კისინჯერი ამბობდა, რომ უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე უნდა წავიდეს, ახლა მან თითქოს შეიცვალა აზრი და პოზიცია.

როგორც ჩანს, ობიექტური რეალობა უბიძგებს კისინჯერს გადააფასოს ის პროცესები, რაც ახლა უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ხდება.

ვითარებაში, როცა კისინჯერი ხედავს, რომ დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას, აღარც დასავლეთი აღარ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინა და დასავლეთი უნდა წავიდნენ რუსეთის წინაშე რაიმე სახის დათმობებზე, როგორც ჩანს, აღარც ბატონ კისინჯერს არ უნდა აღმოჩნდეს ისტორიული პროცესების მიღმა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა