ესტონეთი დღეიდან შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ესტონეთმა დღეიდან რუსეთის იმ მოქალაქეების მიღება შეწყვიტა, რომლებზედაც ქვეყანამ შენგენის ვიზები გასცა. მედიის ინფორმაციით, ამჟამად ასეთი ვიზები რუსეთის დაახლოებით 25 000 მოქალაქეს აქვს.

„შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გასართობი მიზნით მოგზაურობებზე - ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ადამიანებს და არ შემოვუშვებთ ესტონეთში“, - განაცხადა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეგერტ ბელიკოვმა.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ტურისტული ვიზებით მიდიან ნათესავებთან: მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.

გარდა ამისა, გამონაკლისი დაშვებულია ჰუმანიტარული მიზნებით გაცემული ვიზების მფლობელებისთვის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა