ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია განცხადებით მოკავშირეების შეძენას ცდილობს პარტიის გარეთ

ნიკა მელია განცხადებით მოკავშირეების შეძენას ცდილობს პარტიის გარეთ და პარტიის შიგნით ის განცდა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილიმყარი ელექტორატი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიმცემი სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო იქნება,- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მხრიდან მამუკა ხაზარაძესთან დაპირისპირების ფაქტზე მხარდაჭერა ხაზარაძეს გამოუცხადა.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, “ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი, სადაც არიან ე.წ. “ორთოდოქსი მიშისტები” და მელიას მომხრეები”.

„მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი ელექტორატი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. ნიკა მელია ამ განცხადებით მოკავშირეების შეძენას ცდილობს პარტიის გარეთ და პარტიის შიგნით ის განცდა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მყარი ელექტორატი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიმცემი სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო იქნება. ანუ, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ორი განსხვავებული რამეა - ერთ მხარესაა სააკაშვილი იმ ამომრჩევლით, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას ისე აძლევდა, როგორც სააკაშვილის პარტიას და მეორეა - სააკაშვილისგან გამიჯნული “ნაციონალური მოძრაობა” ნიკა მელიას თავმჯდომარეობით”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი დაუპირისპირდა, ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სამარცხვინოა.

“სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას”,- განაცხადა მელიამ.

“ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა, რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!”,- წერს ნიკა მელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია