რატი იონათამიშვილი - ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რაც უხერხულობას იწვევს

ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რაც უხერხულობას იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ.მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

მან ამ საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე მათ ხელისუფლებას უკავშირდება, ხოლო ამ პროცესს „უსამშობლო ოპოზიცია“ უშლიდა ხელს.

„ნაჩქარევს ვერ დავარქმევთ იმ პროცესს, რაც თვეების მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში. როცა საუბარია, რომ პოლიტიკური აქტორები არ იყვნენ ჩართულნი, ესეც უხერხული ჩანართია. ჩვენ გვახსოვს მეორე მოსმენის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამს არც ერთ ოპონენტს და არც პოლიტიკური გამოსვლებით უსარგებლიათ. ჩვენ პირველიდან მეორე მოსმენამდე ავიღეთ 2-კვირიანი ტაიმაუტი და ოპონენტებს შევთავაზეთ სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინათ, თუ სად, როგორ უარესდებოდა საკითხი ან რომელი ნორმა არ მოდიოდა ევროპულ სტანდარტებთან. მსგავსი ვერაფერი იქნა წარმოდგენილი. ასევე, ეს პერიოდი გამოვიყენეთ, რომ გვქონოდა კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სამართლებრივი წინააღმდეგობა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა და არცერთი კრიტიკული წინადადება არ გამოთქმულა და დღემდე არ მოგვისმენია, რომელ სტანდარტს ეწინააღმდეგება.

ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესს ყველა ეტაპზე ეწინააღმდეგებოდა უსამშობლო ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ცდილობდა ხელი შეეშალა ქვეყნის განვითარებისა და ევროპული არჩევანისთვის, მაგრამ საბოლოოდ მათთვის ყოველთვის ცუდი, ქვეყნისთვის კი პროგრესული შედეგი დგებოდა,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა