რატი ბრეგაძე - ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სურთ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.

„ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე გორში. მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი