კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზების აუცილებლობა თუ დადგება, მერია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზების აუცილებლობა თუ დადგება, მერია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“თითეულ ჩვენგანს მეტი სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება დაზარალებულებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის თუ ვინმეს გადაყვანის აუცილებლობა იქნება. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას”,- განაცხადა კალაძემ.

დიდ დიღომში აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა