გივი მიქანაძე - განცხადებები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ, შეიძლება ერთი სიტყვით შევაფასოთ - არის სრული ისტერია!

განცხადებები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ, შეიძლება ერთი სიტყვით შევაფასოთ - არის სრული ისტერია! - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე მმართველი გუნდის მიერ ახალი ომბუდსმენის არჩევის წესზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციის ისტერია გამოწვეულია იმით, რომ „მათ მიერ დაანონსებული გარემოება, თითქოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე არ იქნებოდა, ერთ წამში გაქრა“.

„ჩვენმა გუნდმა ძალიან დეტალური, კონკრეტული და ვადებში გაწერილი გეგმა წარადგინა. გეგმა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ინკლუზიურია. ამაზე ოპოზიციის საპასუხო მოქმედება იმაში გამოიხატება, რომ როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის პროცესს გაემიჯნნენ და საბოტაჟური საქციელი ჩაიდინეს, ახლა მათი ერთადერთი მიზანი პროცესის დაზიანებაა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა 90 დეპუტატის ხმა და არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ამ რაოდენობის ხმა არ აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა