არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობა“ „პოლიტიკურ ოფსაიდშია“ - ცდილობენ ამომრჩეველს შესთავაზონ გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს ან კრახისთვისაა განწირული

„ნაციონალური მოძრაობა“ „პოლიტიკურ ოფსაიდშია“ - ცდილობენ, შექმნან და ამომრჩევლებს შესთავაზონ გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ან კრახისთვისაა განწირული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ “ბიძინა ივამიშვილისა და მისი გარემოცვის საქმიანობა და რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის”.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ლოგიკას მოკლებულია და საქართველოსთვის დამაზიანებელია.

“ეს განცხადება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს. ეს გახლავთ საქართველოსთვის დამაზიანებელი, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისთვის” სულერთია, რა იქნება საქართველოსთვის სასარგებლო თუ საზიანო. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ინტერესებთან. გვჯერა, რომ საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსა და საქმიანობას. გაუგებარი და წარმოუდგენელია და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მეტი მანდატი აქვს, არ ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევრორეკომენდაციებს უკავშირდება. ამით ყველაფერი ნათქვამია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს