ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო და ეს შედეგია სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება უწოდო? ეს არის პირდაპირი მტრობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ესწრება ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას - „დიდება უკრაინას“.

მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია „რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის წახალისებას ემსახურება“ და „ქართული ოცნება“ ამის თანამონაწილე ვერ გახდებოდა.

„აღნიშნულ კონფერენციას გასულ წლებში, თუ არ ვცდები, ორჯერ დავესწარით. შემდეგ იყო ერთ-ერთი კონფერენცია, სადაც ბოლომდე გახსნეს კარტები და აჩვენეს, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე “ნაცმოძრაობის” (“ნაცმოძრაობა” ამ შემთხვევაში პირობითი დასახელებაა) ინტერესებზე და დღის წესრიგზე მორგებული. თუ გადახედავთ, დღეს ვინ არიან გამომსვლელები, მოწვეულები, ჩანს, რომ ეს კონფერენცია თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის წახალისებას ემსახურება, რაც დასანანი და სამწუხაროა. რადიკალიზმის ნორმად წარმოჩენა, რასაც ეს კონფერენციაც ემსახურება, ჩვენთვის შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ამის თანამონაწილე “ქართული ოცნება” ვერ გახდებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ექნება რეაქცია იმაზე, “რატომ ხდება რადიკალიზმის და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა”.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის შესახებ, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო, ამის შედეგი არის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ასე შემდეგ.

ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება უწოდო? - ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ევროპარლამენტარი ბრალს გდებს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში, მმართველობაში, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება, ეს პირდაპირ მტრობს ქვეყანას, როდესაც ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებები არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. ასევე, როდესაც ხედავთ მაკკეინის კონფერენციას, ვინ არიან დამსწრე პირები - თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. რატომ ხდება რადიკალიზმის და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა, არ ვიცი, ამაზეც გვექნება ჩვენ ჩვენი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა „კრედიტ სუისის“ ქურდობა და მისივე რეზოლუცია, რაც ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს”.

“თანხა ვინც მოიპარა, ალბათ იცით „კრედიტ სუისში“. წლებია გასული, მგონი, ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ამ ბანკმა მოიპარა თანხა. რა შუაშია სანქციებთან ეს ქურდობა, აბსოლუტურად გაუგებარია. არის მარტივი სამოქალაქო დავა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩივის იმის გამო, რომ მას თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი მოპარეს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ახლა პროცესი და ივანიშვილის გამოკითხვა. ეს არის ამ ყველაფრის რეალური არსი. როდესაც ვიოლა ფონ კრამონი „კრედიტ სუისის“ ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან აკავშირებს, ეს არის საინტერესო, რაც საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს. ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა „კრედიტ სუისის“ ქურდობა და მისივე რეზოლუცია. ეს ძალიან საინტერესო კავშირია და თვითონ ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია - “დიდება უკრაინას” მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებიან.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან