ირაკლი ღარიბაშვილი - დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა განიხილა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,-წერს პრემიერი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა