პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე საჯარო მოხელეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან 4 547 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა