ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ შრომითი მიგრაციის კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლის მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისათვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

„დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს, ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს საშუამავლო კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას. დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

სამუშაო შეხვედრას სოციალური პარტნიორები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასაქმების კერძო სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს, უახლოეს პერიოდში წარედგინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ