მიხეილ სააკაშვილი - ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება

ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამალა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყანად.

„დააკვირდით, როგორ ცვლიან უკრაინელები მშვიდობის პირობებს. პირველ მოლაპარაკებებზე, როცა რუსეთი კიევთან იდგა, უკრაინელები ითხოვდნენ 24 თებერვლის პოზიციებზე ოკუპანტების გაყვანას და ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებას. რამდენიმეთვიანი სიჩუმის შემდეგ ჩვენებმა თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდებიან მხოლოდ სრული დეოკუპაციის ე.ი. 1991 წლის საზღვრების, ყირიმის ჩათვლით.

ახლა ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამაღლა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყანად. მაინც რას ნიშნავს საკუთარ ძალებში სრული რწმენა და ყოველდღიური გამარჯვებები“,-აცხადებს სააკაშვილი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს