ი. ციციშვილის კლინიკა ქვეყნის წამყვანი პედიატრის, ირაკლი ციციშვილის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქვეყნის წამყვან პედიატრსა და აკადემიკოსს, ირაკლი ციციშვილს, რომლის სახელსაც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბავშვთა ჰოსპიტალი ატარებს, 100 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევექსი“ ავრცელებს.

„მას პედიატრიული მიმართულების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი იყო. ასევე, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლდათ.

დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით და საუკუნის 100 გამოჩენილი ადამიანის სიაში არის შესული. უანგარო დახმარების გამო, ირაკლი ციციშვილს „სახალხო ექიმსაც“ უწოდებდნენ.

მისი სახელობის ბავშვთა კლინიკა 175 საწოლზეა გაშლილი და ნეონატალური და პედიატრიული ასაკის პაციენტებს სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, წლის განმავლობაში, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისებით, საშუალოდ, 47 300-მდე პაციენტი სარგებლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის